დაგროვებითი პენსია 25 814-მა პირმა გაიტანა - როგორ შეძლებთ თანხის გატანას
1765655917
2026 წლის 1 თებერვლიდან ტურისტებს ტრევის შადრევნის მონახულებისთვის თანხის გადახდა მოუწევთ.
რომის ხელისუფლების ჩანაფიქრით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ღირსშესანიშნაობის გარშემო მუდმივად უწესრიგო რიგების შემცირებას. როგორც გამოცემა Bild აღნიშნავს, ამ ადგილს ყოველდღიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს და ხალხმრავლობის გამო შადრევანი ხშირად საერთოდ არ ჩანს.
მედიის ცნობით, გადასახადი 2 ევრო იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც წყლის მიმდებარე ახლო ზონაში შესვლა სურთ, ხოლო შადრევნის დათვალიერება შორიდან, როგორც აქამდე, უფასოდ დარჩება. აღსანიშნავია, რომ რომი იმ ქალაქებს შეუერთდა, რომლებიც ტურისტების მზარდი ნაკადის შეზღუდვას ცდილობენ. მაგალითად, 2026 წელს ვენეციაში ერთდღიანი ვიზიტებისთვის ტურისტებს მოუწევთ გადასახადის გადახდა აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში, პარასკევიდან კვირის ჩათვლით.
ტრევის შადრევანი
ტრევის შადრევანი აშენდა 1732–1762 წლებში პაპ კლემენტ XII-ის დაკვეთით და იკვებება უძველესი Aqua Virgo-დან, რომელიც უწყვეტად ფუნქციონირებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 19 წლიდან.
შადრევანი მდებარეობს რომის ცენტრალურ ნაწილში და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შადრევნად ითვლება. იგი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის ჩანს მრავალ ცნობილ კინოფილმშიც.