ჯარიმა 5 000 ლარი იქნება... - საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
1733773711
აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და შეახსენა ევროპაში ვაშინგტონის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის ყოფნის შესახებ.
ანონიმური პირის თქმით, ორმა ლიდერმა განიხილა ევროპის კონტინენტზე მშვიდობის მიღწევის მიზანი, ტრამპმა კი გამოხატა შემდგომი დიალოგის სურვილი „უკრაინის ომის მალე დასრულების“ განსახილველად.
ამასთან, ანონიმური წყაროს თქმით, უკრაინის მთავრობა ინფორმირებული იყო პუტინთან საუბრის შესახებ და არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა საუბრის გამართვასთან დაკავშირებით. მისივე ცნობით, უკრაინელ მოხელეებს დიდი ხანია, ესმით, რომ ტრამპი პუტინთან უკრაინის დიპლომატიურ გადაწყვეტას განიხილავდა.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, პირად საუბრებში ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი შეინარჩუნებს უკრაინის აღებული ტერიტორიების ნაწილს.