1775900504
ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, მისმა მთავრობამ უკვე შეადგინა პროექტი და გეგმა, რომელიც სახვითი ხელოვნების კომისიას წარუდგინა.
„სიხარულით გაცნობებთ, რომ დღეს ჩემმა ადმინისტრაციამ სახვითი ხელოვნების პატივსაცემ კომისიას ოფიციალურად წარუდგინა პროექტი და გეგმა მსოფლიოში ყველაზე დიდებული და ულამაზესი ტრიუმფალური თაღის შესაქმნელად. ვაშინგტონისთვის ეს იქნება მშვენიერი შენაძენი, რომლითაც მრავალი ათწლეულების განმავლობაში ყველა ამერიკელი დატკბება!“, - დაწერა ტრამპმა.












