ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება შეაჩერა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების მიწოდება შეაჩერა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - შეწყვიტა თუ არა აშშ-მა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება - ტრამპმა უპასუხა:

„არა, არ შეგვიწყვეტია. ჩვენ მათ ვეხმარებოდით. თუმცა, ჩვენ ნამდვილად ვეხმარებით მათ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მიღწევაში. ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს“.

✕