ტრამპმა შეაქო ილონ მასკი გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მას მასკი არ სჭირდება

ილონ მასკი ტრამპის დამნაშავედ ცნობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეაქო მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი გაწეული სამუშაოსთვის, თუმცა აღნიშნა, რომ მას მასკი არ სჭირდება.

„ილონმა ფანტასტიური სამუშაო შეასრულა. ის აქ ზის. მე საერთოდ არ მჭირდება ილონი, გარდა იმისა, რომ ის მომწონს. მაგრამ გეუბნებით: ამ ბიჭმა ფანტასტიური სამუშაო შეასრულა“, - განაცხადა ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის წევრებთან შეხვედრაზე.