ტრამპმა მადლობა გადაუხადა პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა შეაქო ტრამპის ძალისხმევა კრიზისების მოგვარების საქმეში

ტრამპი პუტინი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა შეაქო ტრამპის ძალისხმევა კრიზისების მოგვარების საქმეში.

„მადლობა პრეზიდენტ პუტინს!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში და თან დაურთო პოსტი, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლის ციტატები და ვიდეოა.