როგორ მივხვდეთ, გველი შხამიანია თუ არა? - სპეციალისტის რჩევა
1751229410
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელითვის TikTok მყიდველი იპოვა. მისი თქმით, არსებობს „ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფი“, რომელიც მზადაა პლატფორმა შეიძინოს, თუმცა მათი ვინაობის გამხელა ჯერჯერობით არ სურს.
„ამაზე დაახლოებით ორ კვირაში მოგიყვებით“, - თქვა ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი განცხადებით, გარიგებას, სავარაუდოდ, ჩინეთის ხელისუფლების თანხმობაც დასჭირდება და ტრამპის აზრით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი „ამას ალბათ გააკეთებს“.
გასული წლის აპრილში აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ჩინურ კომპანიას ByteDance ავალდებულებს, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, TikTok-ს აშშ-ში 2025 წლის 19 იანვრიდან დაბლოკავენ