„ქარი, წვიმა და ტემპერატურის კლება“ - როგორია განახლებული ამინდის პროგნოზი
1751312410
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პირობას დებს, რომ ქვეყანაში წესრიგს დაიცავს. ვუჩიჩი ასევე მადლობას უხდის „რუს მეგობრებს“ სერბეთში მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.
„მადლობა ჩვენს რუს მეგობრებს ამის შემჩნევისთვის, სერგეი, მადლობა ამის ასე კარგად გაგებისთვის და მადლობა იმ იშვიათ პატიოსან რუს ანალიტიკოსებს, რომლებმაც ერთი რამ შენიშნეს – ვუჩიჩი რთული გასატეხი იქნება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აკვირდება სერბეთში არსებულ ვითარებას და „დაინტერესებულია არეულობების ჩაცხრობით“. ასევე განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა და აღნიშნა, რომ რუსეთი არ გამორიცხავს სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს „ფერადი რევოლუციის“ ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას.