ტრამპმა განაცხადა, რომ „ძალიან ოპტიმისტურადაა“ განწყობილი ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ის „ძალიან ოპტიმისტურადაა“ განწყობილი ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართ, იმ ფონზე, როდესაც ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით დიპლომატიური დელეგაცია პაკისტანში გასამგზავრებლად ემზადება მაღალი დონის მოლაპარაკებებისთვის.

„ირანის ლიდერები შეხვედრებზე ბევრად სხვანაირად საუბრობენ, ვიდრე პრესასთან. ისინი ბევრად უფრო გონივრულები არიან“, - განაცხადა ტრამპმა სატელეფონო ინტერვიუს დროს. „ისინი თანხმდებიან ყველაფერზე, რაზეც დათანხმება უწევთ. გახსოვდეთ, ისინი დამარცხებულები არიან. მათ სამხედრო ძალა აღარ გააჩნიათ“.

„თუ ისინი შეთანხმებაზე არ წამოვლენ, ეს ძალიან მტკივნეული იქნება“, - დასძინა ტრამპმა.