ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ სჭირდება უკრაინის დახმარება ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსაგდებად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

Fox News Radio-სთან ინტერვიუში წამყვანის კითხვაზე - ეხმარება თუ არა უკრაინა აშშ-ს დრონებისგან თავდაცვაში? - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

არა. ჩვენ არ გვჭირდება დახმარება დრონებისგან თავდაცვაში. ჩვენ დრონების შესახებ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე ვინმემ ამქვეყნად. სინამდვილეში, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო დრონები გვაქვს.