ტრამპმა CNN-ი ირანის მთავრობის სახელით ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით ყალბი ამბის გავრცელებაში დაადანაშაულა

trampi

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხი CNN-ი ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა.

საქმე ეხება ტელეარხის მიერ ირანის მთავრობის სახელით გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამარჯვებად აფასებდა.

„ვერავინ დაიჯერებს, რომ ყალბი ახალი ამბების შემქმნელმა CNN-მა ყალბი და სახიფათო განცხადება გაავრცელა, თითქოს და ეს იყო ირანის მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირებიდან მომდინარე. ეს არ არის სიმართლე! ის გამოგონილი და ჰედლაინის სახით იყო გამოქვეყნებული, რათა დელიკატური ვითარება შეერყია“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

ტრამპის თქმით, აღნიშნული განცხადება ტელეარხმა ნიგერიაში შექმნილი ყალბი საიტის მეშვეობით გაავრცელა. მან CNN-ს მოსთხოვა წაშალოს პუბლიკაცია.