როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ირანზე ეკონომიკური ზეწოლის შედეგებს აკვირდება. ამის შესახებ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში ისაუბრა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპი, ირანის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების ნაცვლად, ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებასა და მისი შედეგების დაკვირვებას ამჯობინებს.
"ჩვენ ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვამახვილებთ," - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა გამოცემასთან საუბრისას.
ტრამპის განცხადებით, ირანი ეკონომიკურად "ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" და სამხედროებისთვის ხელფასების გადასახდელადაც კი არ აქვს საკმარისი თანხა.