ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ჩავიდა

მკ

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი სტივ უიტკოფი რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა. მედიის ცნობით, "ვნუკოვოს" აეროპორტში მას რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევი დახვდა.

იქამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული, დააწესებს თუ არა აშშ სანქციებსა და ფართომასშტაბიან ტარიფებს რუსეთის მიმართ

ულტიმატუმის ვადა, რომელიც ტრამპმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისთვის დაუწესა, 8 აგვისტოს იწურება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამის შემდეგ ვაშინგტონი მოსკოვის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს დააწესებს.