Sky News: ირანელი აქტივისტი ერფან სოლტანი დღეს სიკვდილით არ დასჯილა
1768420685
ირანში არსებულ ვითარებასა და მასშტაბურ არეულობას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეხმაურება. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ირანში სიკვდილით დასჯის პროცესი შეჩერებულია.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა ვაშინგტონი თეირანს თავს დაესხას და ამ ფორმით ხელისუფლების შეცვლის პროცესი დააჩქაროს, ტრამპი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე, მისი ადმინისტრაცია ისლამური სახელმწიფოდან შემოსულ ინფორმაციას სწავლობს და აკვირდება, რის შემდეგაც მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას.