ტრამპის ადმინისტრაციამ „ჯერალდ რ. ფორდის“ ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის დასავლეთ ნახევარსფეროში განთავსების ბრძანება გასცა

ლდსჰგ

ტრამპის ადმინისტრაციამ „ჯერალდ რ. ფორდის“ ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფის დასავლეთ ნახევარსფეროში განთავსების ბრძანება გასცა მაშინ, როდესაც აშშ აგრძელებს კარიბის ზღვაში ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტის დირექტი ვის მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციების (TCOs) დაშლას და ნარკოტერორიზმთან ბრძოლას, ომის მდივანმა ბრძანება გასცა, რომ „ჯერალდ რ. ფორდის“ ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი და მისი საავიაციო ფრთა აშშ-ის სამხრეთ სარდლობის (USSOUTHCOM) პასუხისმგებლობის არეალში განლაგდეს“, - ნათქვამია პენტაგონის მთავარი სპიკერის, შონ პარნელის განცხადებაში.

მისი თქმით, „აშშ-ის გაძლიერებული ძალების ყოფნა სამხრეთ სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში გააძლიერებს აშშ-ის შესაძლებლობებს, გამოავლინოს, აკონტროლოს და შეაფერხოს უკანონო აქტორები და საქმიანობა, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და ჩვენს უსაფრთხოებას დასავლეთ ნახევარსფეროში“, - ნათქვამია განცხადებაში.