1766172516
ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდვებს აწესებს მატარებლების ეკიპაჟების მექსიკელი წევრებისთვის, რომლებიც აშშ-ში მუშაობენ
ტრამპის ადმინისტრაცია შეზღუდვებს აწესებს მატარებლის ეკიპაჟის მექსიკელი წევრებისთვის, რომლებიც აშშ-ში მუშაობენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, ადმინისტრაციამ რეგულაციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უსაფრთხოების შესახებ შემოწმებებმა შეშფოთება გამოიწვია.
აშშ-ის რკინიგზის ფედერალურმა ადმინისტრაციამ წერილები კომპანიებს Union Pacific-სა და Canadian Pacific Kansas City Limited-ს მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ ეკიპაჟის წევრებს უჭირდათ ბიულეტენების თარგმნა და უსაფრთხოების მოთხოვნების ინგლისურ ენაზე ინსპექტორებთან გადაცემა.
მათივე ცნობით, ახალი რეგულაციების თანახმად, მექსიკიდან ჩამოსულ ეკიპაჟებს არ შეუძლიათ აშშ-ში მათი შესვლის წერტილიდან 10 მილზე მეტ მანძილზე გადაადგილება.
ამასთან, არასერტიფიცირებული ეკიპაჟები უნდა გაჩერდნენ საბაჟო შემოწმების პუნქტში, ხოლო თარჯიმნები უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად სერტიფიცირებული უნდა იყვნენ.












