ტრამპი უნგრელებს არჩევნებში ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს, - „ის დაუღალავად იბრძვის და მას უყვარს თავისი დიდებული ქვეყანა და ხალხი, როგორ მე მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატები“

ტრამპი და ორბანი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრელებს საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებს.

„კვირას, 2026 წლის 12 აპრილს უნგრეთში არჩევნების დღეა. წადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას ჩემი სრული და ყოვლისმომცველი მხარდაჭერა აქვს, რათა კვლავ აირჩეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრად. ვიქტორ ორბანი არასდროს უღალატებს უნგრეთის დიდებულ ერს. მე ბოლომდე მასთან ვარ!“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ორბანი ძლიერი და გავლენიანი ლიდერია, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიოს.

„ის დაუღალავად იბრძვის და მას უყვარს თავისი დიდებული ქვეყანა და ხალხი, როგორ მე მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი ბევრს მუშაობს, რათა დაიცვას უნგრეთი, გაზარდოს ეკონომიკა, შექმნას სამუშაო ადგილები, განავითაროს ვაჭრობა, შეაჩეროს არალეგალური მიგრაცია და გაამყაროს კანონი და წესრიგი!“, - დასძინა თეთრი სახლის ლიდერმა.

ტრამპის განცხადებით, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა თანამშრომლობის მაღალ ნიშნულს მიაღწია. მისი თქმით, 2022 წელს მან არჩევნებზე ორბანს მხარი დაუჭირა და ამით ამაყობს.