„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონფლიქტმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ის უნდა შეჩერდეს.
„ეს [ომი] საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო. ეს ნამდვილი სასაკლაოა. საშინელი სასაკლაოა. იმდენი სამხედრო [იღუპება], რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა“, - თქვა ტრამპმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუს დროს.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, უკანასკნელ თვეში 25 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა ორივე მხრიდან.
ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ომი მალე შეჩერდება. „იცით, ჩვენ მათზე [რუსეთზე] წნეხს ვახდენთ. საუბარია ინდოეთსა და ნავთობზე. ინდოეთი და სხვები ახლა უარს ამბობენ მათ ნავთობზე. როცა რუსეთი ნავთობს ყიდის, მას რაღაცის ჩასადენად ფული უჩნდება“, - აღნიშნა მან.