ტრამპი: მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის აბსურდული, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად

დონალდ ტრამპი

მე ახლახან მქონდა ძალიან კარგი და პროდუქტიული სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რომელიც მოიცავდა ბევრ საკითხს, მათ შორის უკრაინაში ომს, სირიის საკითხს, ღაზას და სხვა საკითხებს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ჩემი პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი ურთიერთობა პრეზიდენტ ერდოღანთან შესანიშნავი იყო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მრავალ საკითხზე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთსა და უკრაინას შორის აბსურდული, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად - ახლავე“, - დასძინა მან.