ტრამპი მოჯთაბა ხამენეიზე: ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება. მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი

ტრამპი

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა იერიშების 49-ე ტალღა გამოაცხადა და ისრაელის მიმართულებით მასირებული იერიში განახორციელა. რკინის გუმბათი ირანიდან გასროლილ რაკეტებს მთელი ღამის განმავლობაში იგერიებდა, თუმცა რამდენიმე რაკეტა მაინც ჩავარდა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები. დაშავდა 3 ადამიანი.

ირანის კუნძულ ხარკზე გუშინდელ თავდასხმაზე კი პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო შეერთებულმა შტატებმა. პარალელურად გაავრცელა ცნობა, რომ ირანის ახალი სასულიერო ლიდერი დიდი ალბათობით ცოცხალი აღარ არის. ცნობას NBC-სთან სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა.

„არ ვიცი საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება. მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია“, - განაცხადა ტრამპმა.