ტრამპი: მინესოტაში შფოთისთავები, აგიტატორები და ამბოხებულები, ხშირ შემთხვევაში, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან

დონალდ ტრამპი

მინესოტაში შფოთისთავები, აგიტატორები და ამბოხებულები, ხშირ შემთხვევაში, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„გუბერნატორმა და მერმა არ იციან, რა ქნან, მათ სრულიად დაკარგეს კონტროლი და ამჟამად აბსოლუტურად უსარგებლონი არიან! თუ იძულებული გავხდები ვიმოქმედო, პრობლემა გადაიჭრება სწრაფად და ეფექტურად!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.