ტრამპი იტალიიდან და ესპანეთიდან ჯარების ნაწილის გაყვანას არ გამორიცხავს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიიდან ამერიკული კონტინგენტის ნაწილის შესაძლო გაყვანის თემის კომენტირებისას არ გამორიცხა, რომ მსგავსი ნაბიჯი იტალიისა და ესპანეთის მიმართაც გადაიდგას.

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის ჯარების გაყვანას აღნიშნული ქვეყნებიდან, პრეზიდენტმა პირდაპირ უპასუხა:

დიახ, ალბათ... რატომაც არა? იტალიას ჩვენთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია, ესპანეთი კი უბრალოდ საშინლად იქცეოდა.