ტრამპი ირანზე: ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებსაც ძალიან სურთ შეთანხმების დადება

დონალდ ტრამპი

აშშ ირანში არსებულ სიტუაციას სრულად აკონტროლებს, - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, რომლებსაც ძალიან სურთ შეთანხმების დადება. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ისეთი შეთანხმების დადებას, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნება. ჩვენ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ“, - თქვა ტრამპმა და ირანის პორტებში შემავალი და გამომავალი გემების საზღვაო ბლოკადას უწოდა „ფოლადის კედელი, რომელშიც ვერავითარი ძალა ვერ შეაღწევს“.

ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ თეირანი არ დათანხმდება ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას, ისინი საბოლოოდ იძულებულნი გახდებიან ეს გააკეთონ.

„ვნახოთ, დაგვთანხმდებიან თუ არა; თუ არ დაგვთანხმდებიან, საბოლოოდ მაინც მოუწევთ დათანხმება მალევე. აი, ასეთია რეალობა. ვიფიქრე, რომ დაგაინტერესებდათ მოკლე მიმოხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.