ტრამპი: ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან

დონალდ ტრამპი

ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„შიდა დაპირისპირება „რადიკალებს“, რომლებიც ბრძოლის ველზე სასტიკად მარცხდებიან, და „ზომიერებს“ შორის, რომლებიც სულაც არ არიან ზომიერები (მაგრამ პატივისცემას იმსახურებენ!), გიჟურია!“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.