ტრამპი ფიქრობს, რომ ბაიდენი ჟირაფს ბეჰემოთისგან ვერ არჩევს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ყოფილი ლიდერი ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას თეთრი სახლის ლიდერმა წინამორბედის მენტალურ შესაძლებლობებზე ისაუბრა და ეჭვი გამოთქვა, რომ ბაიდენს კოგნიტიური ტესტი გაევლო, რადგანაც ჟირაფს ბეჰემოთისგან ვერ არჩევს.

„მე კოგნიტიური ტესტები ჩავაბარე, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. მე კი წარმატებით ჩავაბარე. ეს არცერთ სხვა პრეზიდენტს არ გაუკეთებია. წარმოგიდგენიათ, რომ მძინარე ჯო ჩააბარებდა ასეთ ტესტს? პირველი კითხვა ასეთია: „რა არის ეს?“ ისინი გაჩვენებენ ლომს, ჟირაფს, თევზს და ბეჰემოთს. გეკითხებიან: „რომელია ჟირაფი?“ არ მგონია, ჯოს პირველი კითხვისთვის სწორად ეპასუხა. ის ბეჰემოთს დაადებდა ხელს“, - განაცხადა ტრამპმა.