ტრამპი აცხადებს, რომ სისულელეა ამერიკის საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს თანამდებობების დაკავება ორ ვადაზე მეტჯერ არ შეუძლია

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სისულელეა ამერიკის საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს თანამდებობების დაკავება ორ ვადაზე მეტჯერ არ შეუძლია.

ამის შესახებ მან airforce one-ზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, მას გამოკითხვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, იმაზე მაღალი ვიდრე ვინმეს ჰქონია.

„თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ არ მაქვს კენჭისყრის უფლება. ძალიან ცუდია. სისულელეა, მაგრამ ბევრი შესანიშნავი ადამიანი გვყავს“, – უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტს.