რაჭაში ნათესავებმა ნათესავი შეშის ნაჭრით მოკლეს
1755892654
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ორი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს, შემოიღოს თუ არა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუ საერთოდ არაფერი გააკეთოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც ოვალური კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, კვლავ გამოთქვა თავისი პოზიცია რუსეთისა და უკრაინის ომის შეჩერების მცდელობებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, იგი სამშვიდობო პროცესში არცერთი ასპექტით არ არის კმაყოფილი.
კერძოდ, ტრამპის თქმით, მან ჯერ ვერ მოახერხა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დარწმუნება, რომ ვოლიდიმირ ზელენსკის შეხვდეს.
„იქ საშინლად ბევრი სიძულვილია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ორ კვირაში გვეცოდინება, რა გზას ავირჩევ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ ორ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას – „ან დააწესოს მასიური სანქციები, ან საერთოდ არაფერი გააკეთოს.”