VIDEO: რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1769802865
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისაუბრა ირანის მიმართულებით გაგზავნილ ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე. მისი განცხადებით, ეს არის გაცილებით დიდი „არმადა“, ვიდრე ის ფლოტი, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის წინ იყო მობილიზებული.
„ჩვენ გვყავს დიდი არმადა, ფლოტილია - დაარქვით რაც გინდათ - რომელიც ამ წუთებში ირანისკენ მიემართება“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე დასძინა, რომ აღნიშნული ძალები იმაზე დიდია, ვიდრე ის, რაც ვენესუელაში იყო წარმოდგენილი.
როდესაც პრეზიდენტს ჰკითხეს რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის სამომავლო გეგმებზე, მან უპასუხა: „ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხომალდებს სადმე ცურვა ხომ სჭირდებათ? ჰოდა, სჯობს ირანის სიახლოვეს იცურონ“.
ტრამპმა შექმნილ ვითარებას „რთული სიტუაცია“ უწოდა.