დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ ამერიკაში კანადური წარმოების Bombardier-ის ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავების გაყიდვას აკრძალავს.
ტრამპის თქმით, კანადური პროდუქცია საკმარისად კარგი არ არის. თეთრი სახლის ლიდერი კანადის ხელისუფლებას აგრეთვე არასამართლიანობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ის ამერიკულ კომპანიებს ცუდად ექცევა.
„ამიერიდან შეერთებულ შტატებში Bombardier-ის თვითმფრინავების გაყიდვა აღარ მოხდება! მათი პროდუქცია საკმარისად კარგი არ არის! მათი შემოსავლების 50%-ზე მეტი შეერთებულ შტატებზე მოდის - ისინი ამერიკელ მყიდველებზე, ამერიკულ კომპანიებზე, ამერიკის აეროპორტებსა და ამერიკულ მომსახურებაზე არიან დამოკიდებული, მაშინ როცა კანადა ჩვენს დიდებულ ამერიკულ ბანკებსა და კომპანიებს აშშ-ის მასშტაბით ბლოკავს. მათ Gulfstream Aerospace-საც კი შეუზღუდეს კანადაში საქმიანობის შესაძლებლობა - ეს სრულიად უსამართლო და არაკეთილსინდისიერი საქციელია! ეს ეპოქა დასრულდა!
თუ მათ ჩვენი ბაზარი სურთ, აქ უნდა აწარმოონ პროდუქცია და შეწყვიტონ ამერიკის „ყულაბად“ გამოყენება.
იყიდეთ ამერიკული. იფრინეთ ამერიკული ავიალაინერებით. ისიამოვნეთ ამერიკული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელებით. გაცურეთ ამერიკის ტბაზე. ამერიკა პირველ ყოვლისა!“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.