ტრამპი: ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტთან

დონალდ ტრამპი

ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ ჩვენი ახლახან დადებული და შეთანხმებული სავაჭრო გარიგების ზოგიერთი ნიუანსი, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„სატელეფონო საუბარი დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა და ორივე ქვეყნისთვის მეტად პოზიტიური დასკვნით დასრულდა. ჩვენი შესაბამისი გუნდები მალე შეხვდებიან ერთმანეთს, [შეხვედრის] ადგილმდებარეობა კი მოგვიანებით განისაზღვრება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„საუბრის დროს პრეზიდენტმა სიმ გულთბილად მიმიწვია პირველ ლედისთან ერთად ჩინეთში და მეც იგივეთი ვუპასუხე. როგორც ორი დიდი ერის პრეზიდენტები, ორივე მოუთმენლად ველით ამას. საუბარი თითქმის მთლიანად ვაჭრობაზე იყო კონცენტრირებული. რუსეთ-უკრაინის ან ირანის თემა არ იყო განხილვის საგანი. მედიას ვაცნობებთ მალე დაგეგმილი შეხვედრის განრიგსა და ადგილმდებარეობას“, - დასძინა მან.