ტრამპი აიათოლა ხამეინის ლიკვიდაციის შესახებ ცნობებზე: ჩვენ ვთვლით, რომ ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის შესაძლო დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, თეთრი სახლი ამ ინფორმაციას სარწმუნოდ მიიჩნევს.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის მაღალი იერარქიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ასევე ლიკვიდირებულია.