„მინდა, თანხა სხვა მშობლებს გადავცე, ვისაც სჭირდება“ - ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების დედა
1760377654
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში 17 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკისა და ტრამპის ბოლო შეხვედრა სექტემბრის ბოლოს ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
მიმდინარე კვირაში აშშ-ში შეხვედრებს გამართავს უკრაინის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივანი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
ვაშინგტონში განსახილველ თემებს შორის არის უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, ენერგეტიკა და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.