ცნობილია „სადგურის მოედანზე“ ნგრევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა
1752525856
იაპონური ავტომობილებისა და სხვა პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის, TOYOTA - ს სამეთვალყურეო საბჭომ, კენჭი უყარა კონგლომერატის სათავეში 2022 წელს არჩეული ალიო ტოიოდას დარჩენას. ინფორმაციას AP ავრცელებს.
ასევე, კენჭი ეყარა ახალ რეგულაციებს, რომელიც გარემოს დაცვის უფრო მაღალი სტანდარტით აღსრულებას გულისხმობს. ამავე დროს კომპანია გარემოს დაცვის მიმართულებით ლობიზმში დახარჯული თანხების გასაჯაროებაზე უარს აცხადებს.
ყოველწლიური შეხვედრა ტოკიოში გაიმართა და მას წინ უძღოდა სკანდალი, რომელიც კომპანიის რიგ საწარმოებში პროდუქტის სერტიფიცირების გაყალბებას ეხება. ამ მოვლენების ფონზე კომპანიის დამფუძნებლის შვილიშვილის, აკიო ტოიოდას მხარდაჭერა გასულ წელთან შედარებით 96%-იდან 85 %-მდეა შემცირებული სამეთვალყურეო საბჭოში, ხოლო თავად კომპანიის აქციათა ფასი ბოლო 5 წელიწადში გასამმაგდა.
TOYOTA 1937 წელს კიჩირო ტოიოდამ დააარსა და ეს კომპანია წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ავტომობილს და სხვა მრავალ პროდუქტს აწარმოებს.
15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1752521001
სენაკში ორ მოზარდს დენმა დაარტყა
1752523645