როგორი ამინდი იქნება აღდგომას საქართველოში
1775592091
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, აშშ-მა ირანში ყველა შეტევითი ოპერაცია შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის ორი კვირით აჩერებს იერიშებს იმ პირობით, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეს კვლავ გახსნის.
„ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ კიდეც ყველა სამხედრო მიზანს. ამასთან, ძალიან ახლოს ვართ ირანთან საბოლოო შეთანხმებასთან, რომელიც გრძელვადიან მშვიდობას ეხება, ისევე როგორც მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ომის 39 დღის განმავლობაში აშშ-მა 13,000-ზე მეტ სამიზნეზე მიიტანა იერიში.