The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ფრიდრიხ მერცი პიტერ მაგიარს

ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph.

საფრთხე, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხელი შეუშალოს მოკავშირე ძალების ტრანზიტს აღმოსავლეთ გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე, სადაც სექტემბრის არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას პროგნოზირებენ.

თუ პარტია საქსონია-ანჰალტის ან მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე აბსოლუტურ უმრავლესობას მოიპოვებს, მას მიეცემა შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს რეგიონის მთავრობა და ხელში ჩაიგდოს კონტროლი შიდა უსაფრთხოებაზე, პოლიციურ სტრუქტურებსა და სხვა უფლებამოსილებებზე.

რეგიონის მთავრობას შეუძლია გაჭიანუროს ნებართვებისა და თანხმობების გაცემის პროცესი ბიუროკრატიული ბარიერებით, შეაფერხოს ჯარისა და აღჭურვილობის გადასროლა, დააყოვნოს რეგიონული პოლიციის ჩართვა და უარი თქვას გზებზე სამხედრო ტექნიკისთვის პრიორიტეტული ზოლის ან უფლების დათმობაზე.

ნატოს წარმომადგენლებს აქვთ სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინი ემზადება პოლიტიკური მოკავშირეების გამოსაყენებლად, რათა ჩახლართოს და გააჭიანუროს ალიანსის პასუხი რუსეთის შესაძლო აგრესიაზე აღმოსავლეთ ფლანგზე.

პრევენციის მიზნით, ფრიდრიხ მერცის მთავრობა შეიმუშავებს მექანიზმებს, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში რეგიონული მთავრობების უფლებამოსილებების გვერდის ავლით გადაწყვეტილების მიღებას გახდის შესაძლებელს, ამასთანავე უზრუნველყოფს მეზობელ ფედერალურ მიწებზე არსებული საკვანძო ინფრასტრუქტურისა და მაღალჩინოსნების უსაფრთხოებას.

გერმანიას, რომელიც ფართო უფლებამოსილებებით აღჭურვილი 16 ფედერალური მიწისგან შედგება, მეტსახელად „ნატოს წრიულ გზაჯვარედინს“ უწოდებენ - მიზეზი ის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მარშრუტებია, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის გავლით რუსეთის საზღვრისკენ მიემართება.

„კრემლისადმი ლოიალური პოლიტიკოსების ჩართვა იმისათვის, რომ შეფერხდეს ნატოს ძალისხმევა ჯარების სწრაფ დისლოკაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა საკმაოდ ეფექტური იყოს“, - აღნიშნა დასავლეთ ევროპის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა The Telegraph-ისა და Die Welt-ის ერთობლივ საგამოძიებო მასალაში.

წყაროს თქმით: „შესაძლოა პუტინის ამოცანას არც წარმოადგენდეს ნატოს სამხედრო ველზე დამარცხება, ვინაიდან ეს რთული ამოცანაა. მაგრამ თუ იგი ალიანსის შიგნით პოლიტიკურ ბზარებს მიაგნებს და მათ კიდევ უფრო გაამწვავებს, ეს იქნება ყველაზე მოკლე გზა ნატოს რღვევისკენ“.