„ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი...“ - ექიმი
1767082924
უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში შიდა კონფლიქტის ცენტრში აღმოჩნდა კიევის მიმართ პოლიტიკასთან დაკავშირებული მკვეთრი უთანხმოების ფონზე. ამის შესახებ აღნიშნულია გაზეთ The New York Times-ის გამოძიებაში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის დროს, კელოგი შეხვდა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს, რომლებიც გამოხატავდნენ შეშფოთებას ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.
„ჯერ კიდევ გვაქვს ალიანსი?“ - იკითხა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, რადოსლავ სიკორსკიმ.
კელოგი ცდილობდა მოკავშირეების დამშვიდებას და საკუთარ თავს აშშ-ის ადმინისტრაციაში მათ „საუკეთესო მეგობარს“ უწოდებდა.
იმავდროულად, თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მხარდამჭერები ვაშინგტონში გაგზავნილ კერძო შეტყობინებებში მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ ის თეთრ სახლში „იზოლაციონისტების წინააღმდეგ ხაზს ინარჩუნებს“, რამაც მხოლოდ განამტკიცა მისი, როგორც „აუტსაიდერის“ რეპუტაცია.
ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა Fox News-ის რეპორტაჟმა, რომელშიც კელოგის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის დახასიათება - როგორც „ომში მყოფი ერის შეუპოვარი და მამაცი ლიდერისა“ - შეადარეს თავად ტრამპის განცხადებებს, რომელმაც მანამდე ზელენსკის „არჩევნების გარეშე დარჩენილი დიქტატორი“ უწოდა.
ოვალურ კაბინეტში გამართული შემდგომი შეხვედრის დროს, ტრამპმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა თავისი წარმომადგენლის პოზიციაზე.
„ესე იგი, თქვენ ზელენსკის მამაცს უწოდებთ?“ - იკითხა პრეზიდენტმა.
„დიახ, სერ. ეს მისი ერის გადარჩენისთვის არსებული ეგზისტენციალური ბრძოლაა. ბოლოს როდის დადგა ამერიკის პრეზიდენტი ასეთი გამოწვევის წინაშე? აბრაამ ლინკოლნის დროს“, - მკვეთრად უპასუხა კელოგმა.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, როდესაც ტრამპი ამ ეპიზოდს სხვა მრჩევლებს უყვებოდა, მან კელოგს „იდიოტი“ უწოდა.