The New York Times: პენტაგონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობა აამაღლა

pentagoni

გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე ახალ თავდასხმაზე უარი თქვა, მათ შორის იმის გამო, რომ პენტაგონმა თეთრი სახლის ლიდერი გააფრთხილა, რომ ირანმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანობა გააუმჯობესა.

გამოცემის ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ადაპტაცია მოახერხა.

როგორც გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, ირანული არმიის სარდლობამ, სავარაუდოდ, რუსეთის დახმარებით, ამერიკული გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების ფრენის სქემები შეისწავლა, რაც აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მოქმედებები უფრო განჭვრეტადი გახადა.

ფაქტორებად, რამაც ვაშინგტონის შეშფოთება გამოიწვია, ამერიკელების ერთი F-15E ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნა და F-35 ტიპის თვითმფრინავის დაზიანება სახელდება, რაც ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებით, ამერიკული ავიაციისთვის რისკის ზრდაზე მიუთითებს.