„არასდროს ჩაიდინოთ ეს შეცდომა!“ - ექიმი ტკივილგამაყუჩებლებზე მოსახლეობას აფრთხილებს
1765392879
მიუხედავად იმისა, რომ ევროპელები უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებენ, მათ არ აქვთ საკუთარი სტრატეგია ომის დასასრულებლად რუსეთზე ამერიკის მხრიდან მეტი ეკონომიკური ზეწოლის გარეშე, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
„უკრაინის მომავალი დებატების ცენტრშია. ტრამპი ომის მოგვარებას ძირითადად რუსული პირობებით მოითხოვს, ევროპელები კი უკრაინას საკუთარი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტად მიიჩნევენ და კიევს უკეთესი გარიგებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნულია სტატიაში.
ევროპელმა ლიდერებმა სწრაფად უნდა გამონახონ თანხები უკრაინის მხარდასაჭერად და ამავდროულად, განავითარონ საკუთარი თავდაცვა, ჩაანაცვლონ ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიები, როდესაც ეროვნული ბიუჯეტები შეზღუდულია და ვალი მაღალია.
მათ ესმით, რომ ევროპელი ამომრჩევლები უნდა დაარწმუნონ, რომ უკრაინის დაცვა ღირს ამ ფასად და რომ მილიტარიზებული, იმპერიალისტური რუსეთისგან თავის დაღწევა მოითხოვს მეტ სამხედრო ხარჯებს და უფრო დიდ არმიებს, მათ შორის, სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ ფორმებს.
„და მათ მეტი უნდა გააკეთონ, რათა დაუპირისპირდნენ პოპულისტური, ნაციონალისტური ულტრამემარჯვენე პარტიების გამოწვევას, რომლებსაც ტრამპის ადმინისტრაცია თავის ახალ სტრატეგიაში აშკარად აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს“, - ნათქვამია სტატიაში.