1749042430
თეთრის სახლის სპიკერი: ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს „საჭიროების შემთხვევაში“ გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აქვს შემონახული, როგორც ინსტრუმენტი, რათა ისინი „საჭიროების შემთხვევაში“ გამოიყენოს, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ცლევიტმა.
„პრეზიდენტს საკუთარი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით ადრე დაუფიქსირებია. მას ის შეგნებულად ჰქონდა გადანახული, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინა. ვფიქრობ, სენატსა და კაპიტოლიუმში ამას პატივს სცემენ. პრეზიდენტი მთავარსარდალი ტყუილად არ არის“, - თქვა ლევიტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე პირდაპირი მოლაპარაკებები ტრამპის ადმინისტრაციის დიდი მიღწევაა, და ის მზადაა გამოიყენოს შეზღუდვები, თუ ამის საჭიროება დადგება.
„მოგეხსენებათ, რომ გუშინწინ რუსეთმა და უკრაინამ პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს. მინდა ყველას შევახსენო, თუ რა შორს წავედით უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე. ვგულისხმობ იმას, რომ შარშან წარმოუდგენელი იყო, რომ რუსეთი და უკრაინა პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. შესაბამისად, პრეზიდენტის გამბედაობისა და დაჟინებული მოთხოვნების წყალობით აღნიშნული ქვეყნები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ“, - აღნიშნა ლევიტმა.