ტეხასის გუბერნატორმა შტატის ეროვნულ გვარდიას სან ანტონიოში განლაგების ბრძანება გასცა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ

გრეგ ებოტი

ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა შტატის ეროვნულ გვარდიას სან ანტონიოში განლაგების ბრძანება გასცა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ.

„ეროვნული გვარდია განლაგდება შტატის სხვადასხვა ადგილას მშვიდობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად. მშვიდობიანი პროტესტი კანონიერია. ადამიანის ან ქონების დაზიანება უკანონოა და გამოიწვევს დაპატიმრებას“, - აღნიშნა გრეგ ებოტმა.

მისი თქმით, ტეხასის ეროვნული გვარდია გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტსა და სტრატეგიას, რათა დაეხმაროს სამართალდამცველ ორგანოებს წესრიგის შენარჩუნებაში.