სტარმერმა და ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს

trampi

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

სტარმერმა ტრამპს კატარიდან დაურეკა, სადაც ვიზიტით იმყოფება. სტარმერის კანცელარიის ცნობით, საუბრის ძირითადი თემა ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხი იყო.

პარალელურად ბრიტანეთის პრემიერი უკმაყოფილოა რომ ახლო აღმოსავლეთში ომი ბრიტანეთში ფასებზე ახდენს გავლენას. მან ტელეკომპანია ITV News-ს უთხრა, რომ მობეზრდა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ან ტრამპის ქმედებების გამო ქვეყნის მასშტაბით ენერგიაზე ფასების ცვალებადობის ხილვა.