სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა აღნიშნულ ქვეყნებს "პუტინის ტერიტორია" უწოდა

დონალდ ტრამპი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კავკასიის აღნიშნულ ქვეყნებს "პუტინის ტერიტორია" უწოდა. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი რუსი კოლეგა გაოცდა, როდესაც გაიგო, რომ ქვეყნებს შორის დაპირისპირება საბოლოოდ დასრულდა.

"ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე ამ ომის მოგვარება, 10 წელი ვმუშაობდი ამაზე" - ციტირებს ტრამპი პუტინს. 47-ე პრეზიდენტმა სწორედ ამ დროს თქვა, რომ პუტინის გაოცება იმითაც იყო განპირობებული, რომ ეს მისი ტერიტორიაა და ომს მაინც ვერ ასრულებდა.