შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
სლოვაკეთის სახელმწიფო კომპანია SEPS-მა უკრაინულ მხარეს ელექტროენერგიის ავარიული მიწოდების შეჩერების შესახებ ოფიციალურად აცნობა. ინფორმაციას „უკრენერგო“ ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, „უკრენერგომ“ SEPS-გან მიიღო ოფიციალური წერილი ავარიული დახმარების აღმოჩენის შესახებ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საბოლოო შეწყვეტა მიმდინარე წლის მაისში მოხდება, დასძინეს „უკრენერგოში“.
უკრაინის სახელმწიფო ელექტროსისტემაში აგრეთვე აცხადებენ, რომ სლოვაკეთის მხარის ასეთი გადაწყვეტილება უკრაინელ მომხმარებლებზე არანაირად არ აისახება.