სკოტ ბესენტი: 9 ივლისამდე დაწესებული ტარიფების ვადა ნამდვილად დააჩქარებს საქმეებს მომდევნო რამდენიმე დღეში მოკავშირეებთან სავაჭრო შეთანხმებების მიმართულებით

სკოტ ბესენტი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის აზრით, 9 ივლისამდე დაწესებული ტარიფების ვადა ნამდვილად დააჩქარებს საქმეებს მომდევნო რამდენიმე დღეში მოკავშირეებთან სავაჭრო შეთანხმებების მიმართულებით. ამის შესახებ სკოტ ბესენტმა „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ბესენტმა უარყო, რომ ტარიფების შესახებ გადაწყვეტილების ბოლო ვადა პირველი აგვისტო იქნება.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სწორედ მაშინ ხდება. თუ გსურთ დააჩქაროთ საქმეები, იმოქმედეთ, თუ გსურთ ძველ განაკვეთზე დაბრუნება, ეს თქვენი არჩევანია“, – აღნიშნა ბესენტმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს, 10%-იანი საბაზისო ტარიფის გარდა, ყველა სხვა დაწესებული ტარიფი 90 დღით ჰქონდა შეჩერებული, რომლის ვადაც 9 ივლისს იწურება. თუმცა, 4 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ ტარიფები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს – 70%-მდე – და მათი უმეტესობა პირველ აგვისტოს შევა ძალაში.