ბრაზილიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის კონფერენციაზე ხანძარი გაჩნდა
1763662811
ზეწოლა უნდა განხორციელდეს აგრესორზე და არა – მსხვერპლზე, აგრესორის წახალისება მხოლოდ მეტ აგრესიას გამოიწვევს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის წარმატებისთვის საჭიროა, რომ უკრაინა და ევროპა მას მხარს უჭერდნენ.
„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა – ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის წარმატებისთვის საჭიროა, რომ მას მხარს უჭერდნენ უკრაინა და ევროპა. რუსეთს მშვიდობა ნამდვილად რომ სურდეს, ის მიიღებდა ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტის შეთავაზებას ჯერ კიდევ მარტში. სასტიკი რეალობა კი ის არის, რომ 26 უკრაინელია მოკლული რუსეთის გუშინდელი თავდასხმის შედეგად. რუსეთს არაერთხელ სიტყვიერად მხარი დაუჭერია სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა წინა მოლაპარაკებები ჩაიშალა, რადგან კრემლს არასდროს აუღია რეალური ვალდებულებები.
ზეწოლა უნდა განხორციელდეს აგრესორზე და არა – მსხვერპლზე. აგრესორის წახალისება მხოლოდ მეტ აგრესიას გამოიწვევს. ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო ორპუნქტიანი გეგმა, რომელიც გულისხმობს რუსეთის დასუსტებას და უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ევროპის დაზვერვის ცენტრისა და სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა მოგვაწოდეს ინფორმაცია სანქციების შედეგებთან დაკავშირებით. მონაცემები ძალიან მკაფიოა. რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტი თვეების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რუსეთის შემოსავალი ნავთობის გაყიდვიდან ყველაზე დაბალია ომის დაწყებიდან. სანქციები რუსეთს ძლიერად ურტყამს და მოსალოდნელია კიდევ მეტი. რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ზომები რჩება ჩვენს პრიორიტეტად და ჩვენ ინტენსიური დისკუსია გვქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით“, – განაცხადა კაია კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე.
რაც შეეხება ამერიკულ სამშვიდობო გეგმას, როგორც კალასმა განაცხადა, სხვადასხვა სამშვიდობო გეგმა ვერ იმუშავებს, თუ ევროპელები და უკრაინელები მათ არ ეთანხმებიან.