1763580300
ბრაზილიაში მიმდინარე გაეროს კლიმატის კონფერენციაზე ხანძარი გაჩნდა
გაეროს კლიმატის კონფერენციაზე (COP30), რომელიც ბრაზილიის ქალაქ ბელემში იმართება, ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევის გამო შენობიდან მონაწილეების დაუყოვნებლივ ევაკუაცია გახდა საჭირო.
გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
ცნობისთვის, გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე ყოველწლიური კონფერენცია ქალაქ ბელემში 10-21 ნოემბერს იმართება. მოლაპარაკებებს ათასობით ადამიანი ესწრება.












