„5-6 თვეში, ვხედავ...“ - გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე
1751482200
ავსტრალიაში ყოფილი რეალითი შოუს ვარსკვლავს, ტამიკა ჩესერს მკვლელობაში ბრალი წაუყენეს. მას პარტნიორის, ჯულიან სთორის მკვლელობაში ედება ბრალი. მისი პარტნიორი სახლში დანაწევრებული იპოვეს. პოლიცია მსხვერპლის თავს კვლავ ეძებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცის დანაწევრებული სხეული პოლიციამ წყვილის ბინაში იპოვა. თავდაპირველად პოლიცია ბინაში მცირე ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ გამოიძახეს.
როდესაც პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, მათ აღმოაჩინეს „გარდაცვლილის ნეშტი, რომელიც დამწვარი და დასახიჩრებული იყო“.
პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცი 17 ივნისს, დაახლოებით შუაღამისას მოკლეს.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მოწმემ პოლიციას განუცხადა, რომ „მან შენიშნა კვამლი, რომელიც [ბინიდან] გამოდიოდა, დაინახა ბრალდებული და ჰკითხა თუ რას აკეთებდა. ბრალდებულმა უპასუხა - „არაფერს“, შემდეგ კი ძაღლები გაასეირნა და შესასვლელი კარი ჩაკეტა“.
მოწმემ ჯერ საკუთარი ხელებით სცადა ხანძრის ჩაქრობა, შემდეგ კი პოლიციას გამოიძახა.
ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი უცნობია. ბრალდებული დაკავების დროს მორჩილი იყო. როგორც პოლიცია ამბობს, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გარდაცვლილის თავის პოვნაა.