1755115333
შვიდმა ქვეყანამ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა

შვიდი ქვეყნის წარმომადგენლებმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
ტრამპის კანდიდატურას მხარს უჭერენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, კამბოჯის პრემიერ-მინისტრი ჰუნ მანეტი, გაბონის პრეზიდენტი ბრაისე ოლიგი ნგემა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, პაკისტანის მთავრობა და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრი ოლივიე ნდუჰუნგირეხე.