„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.
„ყველა ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კვირა უკრაინის მომავლისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტისა და სისხლის ღვრის შეწყვეტის მიზნით პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მოყვანის მცდელობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ბრიტანეთის პრემიერის ოფისის ცნობით, სტარმერმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „საერთაშორისო საზღვრები არ უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით და უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები, რათა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ნებისმიერი შეთანხმების ნაწილი“.