შვეიცარიის საელჩო ირანში მუშაობას განაახლებს

შვეიცარიის საელჩო ირანში

შვეიცარიამ თეირანში მდებარე საელჩოში თანამშრომლების ნაწილი დააბრუნა, რათა მუშაობა განაახლოს. ამის შესახებ შვეიცარიის მთავრობაში აცხადებენ.

უფრო კონკრეტულად კი, შვეიცარიის მთავრობამ გადაწყვიტა, ირანში, საელჩოში ოთხი ტექნიკური პერსონალისგან შემდგარი მცირე ჯგუფი გაგზავნოს.

ტექნიკურ ჯგუფს შვეიცარიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. საკონსულო მომსახურება, მათ შორის ვიზების გაცემა, ამ ეტაპზე არ იქნება უზრუნველყოფილი.

როგორც უცხოური მედია წერს, საელჩოს საქმიანობა 11 მარტს შეერთებულ შტატებს, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო შეჩერდა.